""უზრუნველი ცხოვრება, გულისხმიერი ქმარი, საამაყო შვილები... სხვა რა\nსჭირდება ქალს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის? ჯოან სკუდამო-\nრისთვის ეს მოცემულობაა (მხოლოდ!) მისაღები და ამის იქით ალბათო-\nბებსა და ვარაუდებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს, მისწრაფებებსა და\nვნებებს არ განიხილავს, არც კი გაიფიქრებს, რომ საკუთარი ხელითა და\nსურვილით შექმნილის იქითაც არსებობს ცხოვრება, არასოდეს მიუშვებს\nგრძნობებს ნებაზე, არც კი დაუშვებს, რომ... მოკლედ, ჯოანი ეჭვს მანამ\nგააქრობს, სანამ მის გაცნობიერებას მოასწრებს.\nდა ერთ დღესაც თუ დაიკარგე, ჯოან სკუდამორიც რომ იყო, რა უნდა\nგააკეთო... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა? და რა შეიძლება დაასკვნა\nისეთი, რაც მანამდე არ იცოდი?\nაგათა კრისტის ”გაზაფხულზე დაკარგული“ თვითკმაყოფილი ქალის ფსიქო-\nლოგიურ პორტრეტს გვიხატავს. ქალს გაუთვალისწინებელი ”დაკარგვა“\nდაფიქრებას აიძულებს და აღმოჩენამდეც კი მიიყვანს, მაგრამ...\nდა იქნებ ზოგჯერ ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია, არ გაუსწოროს\nთვალი სიმართლეს და იყოს მუდმივად... ”დაკარგული“?""
We are using technologies like Cookies and process personal data like the IP-address or browser information in order to personalize the content that you see. This helps us to show you more relevant products and improves your experience. we are herewith asking for your permission to use this technologies.